გაკვეთილის გეგმა

 გაკვეთილის მთავარი თემა
 მზე და პლანეტები
 საგანი/პედაგოგი
 ბუნებისმცოდნეობა/ირინე მაჭარაშვილი
სწავლების საფეხური/კლასი 
 დაწყებითი საფეხური/IVკლასი
 მოსწავლეთა პროფილი
 22 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა 
მოსწავლეები შეაჯამებენ  წინა გაკვეთილებზე ,,ირმის ნახტომთან“
დაკავშირებით მიღბულ ინფორმაციას .
მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას თანამგზავრზე, მზის სისტემაზე, კოსმოსურ სხეულებზე.

გამოიკვლევენ და ახსნიან კავშირს მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს შორის.
 სსსმ მოსწავლე  
·         მიიღებს ინფორმაციას.
·         შექმნის მოდელს.
·         გადმოსცემს ნახატის საშუალებით ინფორმაციას.
·         გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
·         ჩაერთვება ჯგუფურ მუშაობაში და კომუნიკაციის უნარს  გაიუმჯობესებს,
·          მიიღებს ჯგუფის წევრებიდან უკუკავშირს და თავს იგრძნობს ჯგუფის სრულფასოვან წევრად,
გაიმყარებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას,  შესაბამისად აიმაღლებს მოტივაციას. 
 გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
 მოსწავლეები შეაჯამებენ  წინა გაკვეთილებზე ,,ირმის ნახტომთან“
დაკავშირებით მიღბულ ინფორმაციას .
მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას თანამგზავრზე, მზის სისტემაზე, კოსმოსურ სხეულებზე.

გამოიკვლევენ და ახსნიან კავშირს მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს შორის.
 სსსმ მოსწავლე  
·         მიიღებს ინფორმაციას.
·         შექმნის მოდელს.
·         გადმოსცემს ნახატის საშუალებით ინფორმაციას.
·         გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
·         ჩაერთვება ჯგუფურ მუშაობაში და კომუნიკაციის უნარს  გაიუმჯობესებს,
·          მიიღებს ჯგუფის წევრებიდან უკუკავშირს და თავს იგრძნობს ჯგუფის სრულფასოვან წევრად,
გაიმყარებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას,  შესაბამისად აიმაღლებს მოტივაციას.
მოსწავლეები შეაჯამებენ  წინა გაკვეთილებზე ,,ირმის ნახტომთან“

დაკავშირებით მიღბულ ინფორმაციას .
მიიღებენ და გაანალიზებენ ინფორმაციას თანამგზავრზე, მზის სისტემაზე, კოსმოსურ სხეულებზე.

გამოიკვლევენ და ახსნიან კავშირს მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს შორის.
 სსსმ მოსწავლე  
·         მიიღებს ინფორმაციას.
·         შექმნის მოდელს.
·         გადმოსცემს ნახატის საშუალებით ინფორმაციას.
·         გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.
·         ჩაერთვება ჯგუფურ მუშაობაში და კომუნიკაციის უნარს  გაიუმჯობესებს,
·          მიიღებს ჯგუფის წევრებიდან უკუკავშირს და თავს იგრძნობს ჯგუფის სრულფასოვან წევრად,
გაიმყარებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას,  შესაბამისად აიმაღლებს მოტივაციას.
 წინარე ცოდნა
  •  მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას ციურ სხეულებზე (მზე, მთვარე, ვარსკვლავები, დედამიწა).
  • შეუძლიათ მცირე ზომის თხზულების წერა.
  • ფლობენ წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის უნარს.

 შეფასების საგანი და პროცედურები
 სსსმ ---განმავითარებელი შეფასება
·         ფასდება მისი ჩართულობა, მონდომება,
·         ინფორმაციის გააზრება და კითხვებზე პასუხების საშუალებით ნააზრევის გადმოცემა,
·         ნახატის ადექვატურობა თემასთან, ინსტრუქციების თანმიმდევრულად შესრულება,
·         კომუნიკაბელურობის უნარი.
ასდება პოზიტიური კომენტარით
 გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
 ბუნების  სახემძღვანელო IVკლ. (ლ.შალვაშვილი)
კომპიუტერი, სალაიდები (ირმის ნახტომი, მზე, მთვარე , ვარსკვლავები,ალიონი, დაისი.)  პლასტელინი და მავთული, დაფა, ცარცი, რვეული, ფერადი სტიკერები, მასწალებლის მომზადებული ტესტები, კონტურული ნიმუშები გასაფერადებლად
 გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
 მისალმება/სიის ამოკითხვა      /2წთ/
წვდომის ფაზა

გაკვეთილის თემის  ირგვლივ ინფორმაციის თავმოყრა, გარკვევა  თუ რისი გაგება გვსურს. წინარე ცოდნის გააქტიურება . (მთელ კლასთან მუშაობა)
კითხვა კლასისითვის: რა ვიცით ციური სხეულების შესახებ?
აქტივობა 1      
ვავსებთ გონებრივი იერიშის რუკას. გონებრივი იერიშის რუკაში  სამიზნე ფრაზად  იწერება ,,მზის სისტემა“ . ბავშვები გაიხსენებენ ნასწავლ  ინფორმაციას და ასახელებენ სიტყვებს: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მარსი, კოსმონავტი, რაკეტა და ასე შემდეგ.

მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდების ჩვენება მზის სისტემის შესახებ,ინფორმაციის გაღრმავების მიზნით. მომზადებული სლაიდები (იხილეთ დანართი 1).    /5წთ/

სსსმ მოსწავლე:
გონებრივი იერიშის რუკის შევსებაში იღებს მონაწილეობას ასახელებს და წერს დაფაზე სიტყვას-მზე. პასუხობს კითხვებზე:
1. რომელ ციურ სხეულს ხედავ დღისით?
2. რომელ ციურ სხეულს ხედავ ღამით?
3. გამოიცანი სლაიდზე რომელია მზე? მთვარე? ვარსკვლავები?   /4 წთ/

ათვისების ფაზა

აქტივობა  2   
 დაგროვილი საკითხების გასამტკიცებლად მოსწავლეები  ავსებენ გამოტოვებული სიტყვების ცხრილს. მუშაობენ წყვილებში

აქტივობა 3-     
მიღებული ცოდნის შესამოწმებლად მასწავლებელი აძლევს ტექსტს სადაც მოსწავლეები იპოვნიან და ჩაასწორებენ შეცდომებს. მუშაობენ წყვილებში
(იხილეთ დანარი3)        /3წთ/


სსსმ მოსწავლეს : ეძლევა ინდვიდუალური სამუშაო დააკავშიროს სიტყვები შესაბამის ილუსტრაციებთან  (იხილეთ დანართი4 )

დაუფლების ფაზა

   აქტივობა 4-     
ტექსტის გააზრებისა და შეჯამების მიზნით ასრულებენ ჯგუფურ სამუშაოს. კლასი მომდევნო აქტივობისთვის დაიყო ჯგუფებად, გადათვლის პრინციპით,    შემდეგი დასახელების ჯგუფს: მზე, მთვარე, ვარსკვლავი, რაკეტა,  მიეცათ ინსტრუქციები.
 ეძლევათ დავალება  შექმნან მზის სისტემის მოდელი. ჯგუფებში დავალების შესრულებისას ყურადღებას აქცევს მასწავლებელი მოსწავლეებს და ცდილობს  მათ მაქსიმალურ ჩართვას, ამის საშუალებას  იძლევა დავალება. სამუშაო ხალისით და ინტერესით მიმდინარეობს. მოსწავლეები ქმნიან მზის სისტემის მოდელს პლასტელინებისა და წვრილი მავთულის გამოყენებით. წარმოადგენენ ნამუშევარს  (წინასწარ შექმნილი დეტალების პლანეტების, ორბიტების, გამოყენებით)     ჯგ.მუშაობა         /5წთ/

შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციისას მოსწავლეები წარმოადგენენ მათ მიერ გაკეთებულ მზის სისტემის მოდელებს. ფასდება პლანეტების განლაგების სწორი თნმიმდევრობა .          /5წთ/

სსსმ  მოსწავლე:

ჯგუფის და მასწავლებლის დახმარებით ხალისით ერთვება ჯგუფურ მუშაობაში . აკეთებს დედამიწის მოდელს პლასტელინისაგან, დებს მითითებულ ორბიტაზე.

 აქტივობა  5-  
გაითამაშებენ მზის სისტემის პლანეტების განლაგებას  და ასახელებენ თანმიმდევრობას. განასახიერებენ მოძრაობას  დედამიწის წარმოსახვითი ღერძის და მზის გარშემო.        /3წთ/

 სსსმ მოსწავლე როლური თამაშში ერთვება, ცენტრში დგება და ასახიერებს ,,მზეს’’.  ამ აქტივობით უკეთ გაიაზრებს პლანეტების განლაგებას  მზის მიმართ.

აქტივობა 6-
ჯგუფებს მიეცემათ შემდეგი დავლება შექმნან მცირე ზომის თხზულება მზის მნიშვნელობის შესახებ.იყენებენ მღებულ იმფორმაციას და ჯგუფები თხზავენ მცირე ზომის თხზულებას: ,,მზე რომ არ იყოს....  ანუ მზე სიცოცხლის წყარო“.      /7წთ/
 თხზულების შექმნის შემდეგ პრესზენტაცია.გამოდის ჯგუიდან თითო წარმდგენი და კითხულობს თხზულებას.     /3წთ/
სსსმ მოსწავლე: მიღებულ შთაბეჭდილებას გადმოსცემს ნახატის საშუალებით. ხატავს მზეს სხივებით, მინდორს ყვავილებით და გოგონას თაიგულით ხელში.
რეფლექსია
აქტივობა 7-
ერთმანეთის ნამუშევრების შეფასებას ახდენენ ჯგუფები.      /3წთ/
იყენებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
*      ნამუშევართა ვიზუალური მხარე.
*      ნამუშევართა შინაარსობრივი  მხარე.
*      პრეზენტაციის უნარი.
  
მასწავლებლის შეფასება

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილის მიმდინარეობას, განხორციელებულ აქტივობებს ჩამოათვლევინებს მოსწავლეებს, დაასახელებინებს, რომელი აქტივობა მოეწონათ მეტად. შემდე კი ასახელებს აქტიურ ჯგუფებს, მოსწავლეებს. აღნიშნავს,  რომ მოეწონა მათი აქტიურობა,  ლოგიკური აზროვნების უნარი. სსსმ მოსწავლეს უქებს მოტივაციას და ჩართულობას. უსურვებს მოსწავლეებს წარმატებას.

შემდეგ კი აძლევს საშინაო დავალებას:  მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია კოსმოსის შესახებ, აქვე აწვდის ინფორმაციის შესაბამისი ლიტერატურის შესახებ. (ენციკლოპედია,ინტერნეტი).

სსსმ მოსწავლისათვის :წინასწარ გამზადებულ ილუსტრაციებს მიუწეროს სახელები და გააფერადოს.  (მზე, მთვარე, ვარსკვლავები, კოსმონავტი).       (იხილეთ დანართი 5)      /2წთ/

No comments:

Post a Comment