1.
პროექტის
სახელწოდება: ჩვენ და გარემო.
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებმა
გამოიკვლიონ სუფთა და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
3.
პროექტის აქტუალობა:
გარემოს დანაგვიანების შედეგად მოსალოდნელი
საფრთხეები. გამომწვევი მიზეზები და მათი პრევენცია.
4.
პროექტის მიზნები.
მოსწავლეებმა გამოიკვლიონ სუფთა და
დანაგვიანებული გარემო,დაადგინონ მოსალოდნელი
საფრთხეები, აღწერონ დანაგვიანების გამომწვევი
მიზეზები და მათი შედეგები. გაიაზრონ პრევენციის ზომები. დაადგინონ სუფთა და ჯანსაღი
გარემოს უპირატესობა. დაადგინონ ბუნებაში მოქცევის წესები. ჩამოუყალიბდეთ პრაქტიკული კვლევის, თანამშრომლობის, კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
5. მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
6.
ვადები/ხანგძლივობა: 3 დღე
7.
მოსალოდნელი შედეგები და პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლები
გამოიკვლევენ სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, დაადგენენ მოსალოდნელ
საფრთხეებს, აღწერენ დანაგვიანების გამომწვევ მიზეზებს და მათი შედეგებს. ჩამოაყალიბებენ
პრევენციის ზომებს. დაადგენენ სუფთა და ჯანსაღი გარემოს უპირატესობას. დაადგენენ ბუნებაში
მოქცევის წესებს. ჩამოუყალიბდებათ პრაქტიკული კვლევის, თანამშრომლობის, კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
შექმნიან პლაკატ/მოწოდებას გარემოს დანაგვიანების წინააღმდეგ. დახატავენ პირობით ნიშნებს
დასვენების ადგილებსა და პარკებში დასამაგრებლად. ფლიქჩატზე ჩამოწერენ გარემოში მოქცევის
წესებს. შეაგროვებან ლაშქრობისათვის საჭირო ნივთებს.
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი.
სახელმძღვანელო, რვეული, ფერადი ქაღალდი,
ბანერი პლაკატისთვის, რეზინის ხელთათმანები, პოლიეთილენის პარკები, ლაშქრობისთვის საჭირო
ნივთები, ფოტოაპარატი.
9.
პროექტის მსვლელობა.
ნაბიჯი 1: საკითხის ირგვლივ ინფორმაციის
თავმოყრა.მიზნის გაცნობა და მოსალოდნელი შედეგის გარკვევა.
ნაბიჯი 2: სახელმძღვანელოში და სავარჯიშო
რვეულში მუშაობა მოცემული ტექსტის და ილუსტრაციების დამუშავება წყვილებში. ვენის დიაგრამით
დანაგვიანებული და სუფთა გარემოს შედარება.
ნაბიჯი 3: პლაკატის შექმნა. მოწოდება
გარემოს დანაგვიანების წინააღმდეგ.
ნაბიჯი 4: ცხრილის შევსება : ვიცი,მინდა ვიცოდე, ვისწავლე.
ნაბიჯი 5: პასუხს გასცემენ მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს:
1)რა ვიცოდით გარემოს დანაგვიანების შესახებ?
2)რატომ არის უმჯობესი სუფთა ჰაერზე დასვენება?
3)სად უნდა ჩავყაროთ ნარჩენები?
4)რომელი სახის ნაგავი ანაგვიანებს გარემოს?
5) თქვენ თუ იცავთ გარკვეულ წესებს?
6) როგორ მოიქცევით ლაშქრობისას ბუნებაში?
ნაბიჯი 6: ლაშქრობისთვის საჭირო ნივეთბის
შეგროვება მშობლების დახმარებით.
ნაბიჯი 7: მდინარის პირას სალაშქროდ
მომზადება. ნივთების დათვალიერება და საჭირო ნივთების ჩალაგება. (ხელთათმანები, რეზინის
ხელთათმანები, პოლიეთილენის პარკები, ბურთი, ლახტი და სხვა);
ნაბიჯი 8: ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება:
ნაბიჯი 9: მოსწავლეთა შეფასება
კრიტიკული აზროვნების შეფასების რუბრიკა
შეფასების ტიპი : განმავითარებელი
ნაბიჯი 8: ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება:
ნაბიჯი 9: მოსწავლეთა შეფასება
კრიტიკული აზროვნების შეფასების რუბრიკა
შეფასების ტიპი : განმავითარებელი
4
|
3
|
2
|
1
|
|
გამამყარებელი მოსაზრებები
|
მოსაზრებას ნათლად აყალიბებს და სრულად აღწერს
მის გამამყარებელ რამდენიმე მიზეზს.
|
მოსაზრებას აყალიბებს და ასახელებს მის გასამყარებელ მიზეზებს.
|
მოსაზრება მარტივია და ვერ აყალიბებს მიზეზებს მის გასამყარებლად.
|
ვერ აყალიბებს მკაფიო მოსაზრებას და
გამამყარებელი მიზეზები ხშირად უაზროა.
|
წყაროების გამოყენება
|
სანამ მოსაზრებას
ჩამოაყალიბებს, შეისწავლის ინფორმაციას
ერთზე მეტი შესაბამის წყაროდან.
|
მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად
ინფორმაციას ერთი შესაბამის წყარდან მაინც შეისწავლის.
|
ის ინფორმაცია, რომელსაც იყენებს
მოსაზრების ჩამოყალიბების მიზნით შესაძლოა არ ეყრდნობოდეს შესაბამის
წყაროებს.
|
ინფორმაცია, რომელსაც
მოსაზრების ჩამოყალიბებისათვის იყენებს, ეყრდნობა არა შესაბამის წყაროს.
|
10. საგნის/საგანთა
ჯგუფის ესგ-სთან კავშირი.
ბუნ.IV.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი და საზოგადოებრივი
ჰიგიენის წესების დაცვა.
ბუნ.IV.10. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის წესების დაცვა.
ბუნ.IV.11.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.
11.
პროექტის ხელმძღვანელი: ირინე
მაჭარაშვილი.
12.
ხელმძღვანელის ელფოსტა irinemacharashvili75@gmail.com
No comments:
Post a Comment